logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა ლატვიელ კოლეგებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ესაუბრა
- +

21 ოქტომბერი. 2019. 20:47

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა საქართველო-ლატვიას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე ისაუბრეს, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

 

სოფიო ქაცარავამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და ბოლო დროს იქ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას ამ პრობლემის გადაჭრის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

მხარეებმა განიხილეს თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

 

ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ლატვია აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

 

ყოველთვის სასიამოვნოა ჩვენ ლატვიელ კოლეგებთან შეხვედრა და დღის წესრიგში არსებული საკითხების შესახებ მათთან დისკუსია. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი კოლეგები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან იქ არსებულ ვითარება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner