logo_geo
eng_logo
სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსგან დაკომპლექტდა
- +

22 ოქტომბერი. 2019. 00:04

 


ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველში დღეს სლოვენიის წარმომადგენელი დაემატა. EUMM გახდა პირველი სამოქალაქო მისია, რომელიც ევროკავშირის ოცდარვავე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლით დაკომპლექტდა.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა.

 

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა.

 

მისიამ სადამკვირვებლო საქმიანობა 2008 წლის პირველ ოქტომბერს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner