logo_geo
eng_logo
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის ექსმინისტრი დაიღუპა
- +

21 ოქტომბერი. 2019. 23:28

 

 

უკრაინის აგრარული პოლიტიკის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი დღეს, 21 ოქტომბერს, მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი სახელმწიფო მოხელე იჯდა პოლტავის ოლქში ჩამოვარდა. ექსმინისტრის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის ექს-ვიცე-პრემიერმა პავლე პოზენკომ. 

 

როგორც "რადიო НВ" უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ვერტმფრენი, სადაც კუტოვოი იჯდა, კიევში აფრინდა. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი. 

ავიაკატასტროფა სოფელ ტარასენკოვოს ახლოს მოხდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება უკრაინის დროით 16:00 -დან 17: 21 საათის შუალედში შევიდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.  

 

ტარას კუტოცოი უკრაინის მრეწველობისა და აგრარული პოლიტიკის მინისტრის თანამდებობას 2016-დან 2018 წლამდე, ვლადიმერ გროისმანის მთავრობაში იკავებდა. ასევე იყო VII და VIII მოწვევის პარლამენტების დეპუტატი.  

 

 "ის კარგი ადამიანი და ნიჭიერი ეკონომისტი იყო. მას შვილები და ორსული მეუღლე დარჩა... ძალიან სამწუხაროა", - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner