logo_geo
eng_logo
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები შევლენ
- +

22 ოქტომბერი. 2019. 01:07

 

 

მსოფლიო რანგის წამყვანი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან.

 

პროფესორი რაიმონდ მირაბელი, მადრიდის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და პროფესორი რობერტო ორეცჩია მილანში, ევროპული ონკოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იქნებიან და უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან.

 

პროტონული თერაპიის საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში იმართება, საქართველოს დელეგაციასა და მსოფლიო რანგის წამყვან მეცნიერებს შორის შეხვედრა შედგა. საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე – ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, „ქართუ ჯგუფის” პროექტების მართვის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე თევზაძე.



 შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი რაიმონდ მირაბელი მადრიდის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და პროფესორი რობერტო ორეცჩია მილანში, ევროპული ონკოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იქნებიან და უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner