ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ბოლო დროს გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ბერლინის კედლის მსგავსი საქართველომაც ხომ არ ააშენოს კედელი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, სანამ საერთაშორისო ვითარება ჩვენთვის სასიკეთო არ შემოტრიალდება, რათა ამგვარად თავიდან ავიცილოთ რუსეთის უფრო სიღრმეში შემოწევა.
ექსპერტის მოსაზრებით, დღეს ორი ამერიკა და ორი დასავლეთი არსებობს. ტრამპის ამერიკა რუსეთთან მიმართებაში კაპიტულანტურ პოლიტიკას ეწევა, მეორე ამერიკა, ანუ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის ნაწილი, რომელიც რუსეთთან ამ კაპიტულანტურ პოლიტიკას აფასებს, როგორც გეოპოლიტიკურ ტრაგედიას, ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-მა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ 2022 წელს საქართველო ნატო-ში მაპის გარეშე მიიღონ, რაც შესაძლოა, ტრამპის პრეზიდენტობის გვირგვინად იქცეს.
„საქართველოს საგარეო კურსის რაიმე საიდუმლო გეგმაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ თავად ამერიკაა დღეს ორად გაყოფილი, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ თუ ადრე საუბარი იყო ორ რუსეთზე, რომელიც ერთი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი იყო და მეორე იმპერიული, დღეს სამწუხაროდ ვსაუბრობთ ორ ამერიკაზე, რომელთაგანაც ერთი რუსეთის მიმართ კაპიტულანტურია, მეორე კი ტრამპის პოლიტიკას გეოპოლიტიკურ ტრაგედიად მიიჩნევს", - აცხადებს ლაგაზიძე.