logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

22 ოქტომბერი. 2019. 11:31

 

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„საბაჟო გამშვებ პუნქტში „გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7 819 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (72.2 გრამი) ნაკეთობები ძვირფასი თვლებით გამოავლინეს.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7 819 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner