logo_geo
eng_logo
შიქსინ ჩენი: საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა - საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს
- +

22 ოქტომბერი. 2019. 13:54

 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა ფორუმის გახსნით პანელზე საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

 

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს რეიტინგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

 

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა. ბიზნესის კეთების რეიტინგში ამ ქვეყანას ძალიან მაღალი, მე-6  ადგილი უკავია. საქართველომ  მთელი რიგი რეფორმები განახორციელა.  ეს გახლავთ ის მიმართულება, რომელიც შემდგომში შეგვიძლია განვავითაროთ“, - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

პანელზე სიტყვით გამოსვლისას აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სატრანსპორტო დერეფნების, ტექნოლოგიების განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობისა და დამატებითი სამუშაოების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner