logo_geo
eng_logo
ტიგრან ავინიანი: ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი ციფრული ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობია
- +

22 ოქტომბერი. 2019. 15:55

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში, მნიშვნელოვანია რომ ორმა ქვეყანამ სინქრონიზებულად იმუშაოს ისეთ მიმართულებებში როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

 

„სომხეთს სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანი აქვს, რომელიც იძლევა საშუალებას, ყველაზე მოკლედ, ბანდერაბასის პორტიდან საქართველოს პორტებამდე იყოს კავშირი, რაც, რა თქმა უნდა, შეესაბამება აბრეშუმის გზის ინიციატივას. ენერგეტიკა გახლავთ კიდევ ერთი სფერო, სადაც ურთიერთდაკავშირებულობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვაშენებთ მესამე მაღალი ძაბვის ხაზს ირანთან და მაღალი ძაბვის ხაზს საქართველოსთან ურთიერთდაკავშირებული სადგურებით, რომლებიც სინქრონიზების საშუალებას მოგვცემს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები საქართველოში, ასევე სომხეთში,“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ტიგრან ავიანიანმა.

 

მსხვილ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობებს შორის ჰარმონიზებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას.

 

„თითოეულ ძირითად პროექტს, რომელიც შეიქმნა თითოეული ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეკონომიკური, რეალური საფუძველი. როცა ვსაუბრობთ მეგაპროექტებზე, ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, ციფრულ ინფრასტრუქტურაზეც კი, მწამს, რომ პოლიტიკის ჰარმონიზაცია არის უმნიშვნელოვანესი საკითხი“, - აღნიშნა ტიგრან ავინიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner