სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გენერალურ პროკურატურაში მის დაკითხვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გოგაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება მალე დასრულდება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
ამასთან, გოგაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი ორი თვის წინ გასცა.
„გიდასტურებთ, რომ დავიკითხე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაახლოებით ორი თვის წინ. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მალე დასრულდება აღნიშნული გამოძიება“, - განაცხადა გოგაშვილმა.