logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს
- +

22 ოქტომბერი. 2019. 20:28

 

„დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურის პოზიციას დადებითად აფასებს:

 

„როგორც აღმოჩნდა, ხაზარაძის მიერ „ოქროს მტკიცებულებად“ დაანონსებული ე.წ "მუქარის წერილის დედანი" თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაართულებს აღნიშნული დოკუმენტის შესწავლას, მნიშვნელოვნად შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას და მომავალში სერიოზულ მტკიცებულებად მათი გამოყენების შესაძლებლობას. მეორე მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner