logo_geo
eng_logo
ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრი პროექტ „ლაპის ლაზულის“ მნიშვნელობაზე საუბრობს
- +

22 ოქტომბერი. 2019. 21:48

 

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  იამა იარიმ მონაწილოება მიიღო პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და  მიღმა“.

 

„ლაპის ლაზულის“  პროექტის მიხედვით,  ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით  კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე  ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება.

 

ჩვენ შევქმენით ახალი დერეფანი,  რომელსაც „ლაპის ლაზური“ ჰქვია. ამ პროექტით   ჩვენ ტვირთების  გადაზიდვას ვახდენთ ჩინეთის, ინდოეთის, შუა აზიის, კავკასიის მიმართულებით. ჩვენ უნდა მოვიძიოთ შიდა რესურსები, რომ გავზარდოთ ტვირთბრუნვა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა იამა იარიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner