logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: გვაქვს ამბიცია, რეგიონში ბიზნესის მიმართ ყველაზე მეგობრული და გახსნილი ქვეყანა ვიყოთ
- +

22 ოქტომბერი. 2019. 22:17

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ პანელზე, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებას შეეხებოდა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, რეგიონში, ბიზნესის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და გახსნილი ქვეყანა იყოს.


მინისტრის თქმით, საქართველო, ძალიან ბევრ ინვესტიციას ახორციელებს გზების, რკინიგზის, სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არამედ პროცედურების დიჯიტალიზაციაზე. საზღვრებზე პროცედურები მაქსიმუმ სამ-ოთხ დღეს იკავებს, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა, მაგრამ სამომავლოდ, ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გამარტივდეს.

 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც წელს მესამედ ტარდება, დღეს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. წლევანდელ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, რომელთა შორისაც არიან ვიცე-პრემიერები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner