logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მასპინძლობა ჩვენს გენშია, ეს არის ქვეყანა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს
- +

22 ოქტომბერი. 2019. 22:53

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია, თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმში"  მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, ქართული მასპინძლობის კულტურის უნიკალურობაზე ისაუბრა.

 

ჩვენთვის დიდი პატივია, მესამედ ვუმასპინძლოთ თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელზეც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა, -  განაცხადა გახარიამ.  

 

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში 300-ზე მეტი ორმხრივი შეხვედრაა ჩანიშნული, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში, რადგან მასპინძლობა ჩვენს გენშია. ამიტომ, აბრეშუმის გზის ინიციატივის ყველა მონაწილე ქვეყანას ვთავაზობ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სადღეგრძელოს. ეს იმ ქვეყნის სადღეგრძელოა, სადაც ისტორია და ტრადიციები ქმნის მომავალს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner