logo_geo
eng_logo
სოფო ნიჟარაძეზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
- +

7 ივნისი. 2016. 20:58


როგორც უკვე იცით, გუშინ „იქს ფაქტორის" დამთავრებისთანავე სოფო ნიჟარაძეს უცნობი მამაკაცი ფილარმონიის სცენაზე თავს დაესხა.


მომღერალს ხელი გაარტყა და თან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფილარმონიის დაცვამ მოძალადე სცენიდან ჩამოათრია, მაგრამ მან გაქცევა მოასწრო. ფოტოკორესპონდენტებმა მომხდარი ფაქტის დაფიქსირება შეძლეს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ეს მამააკაცი მას ადრეც უნახავს. „ნიჭიერის" ჩაწერებზე წინა რიგებში იჯდა და მუდმივად სოფოს მისამართით იგინებოდა, რამდენჯერმე დაცვამ მას დარბაზიც დაატოვებინა", - გვითხრა გოგონამ, რომელიც ჩვენთან ერთად ინციდენტს შეესწრო. მეორე ვერსიით მოძალადე მალიბუს გულშემატკივარი იყო (გიშინ სოფო ნიჟარაძემ არჩევანი ორი აუტსაიდერიდან ნინას სასარგებლოდ გააკეთა, ნიკა გვარამიას ხმამ ყველაფერი გადაწყვიტა, მალიბუმ პროექტი დატოვა), თუმცა ამის შესახებ მალიბუ ინფორმაციას არ ადასტურებს. მან ჩვენგან გაიგო მომხდარი ფაქტის შესახებ.


მალიბუ:


- მალიბუ, ხომ არ იცანი მოძალადე, ვინ დაესხა სოფოს თავს, ამბობენ, რომ შესაძლოა ის შენი გულშემატკივარი ყოფილიყო.


- რა მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს, თქვენგან მესმის პირველად.


ჩვენ სოფო ნიჟარაძის დედას დავუკავშირდით და სოფოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ვკითხეთ.


ქეთევან აბრამიძე:


- კარგად არის. საბედნიეროდ სახეში არ მოურტყამს, უკნიდან კისერში და კეფაში მოხვდა ხელი.


- ხომ არ არის დადგენილი დამნაშავის ვინაობა? ხომ არ იცნო სოფომ?


- არა, საიდან უნდა სცნობოდა, წარმოდგენა არ გვაქვს ვინ იყო. ვიღაც კაცია 500 კილო, კიდევ კარგად გადარჩა.


- დააკავეს?


- არა, გაიქცა, მაგრამ არსებობს ფოტოები და მისი ტელეფონი, რომელიც ინციდენტის დროს დაუვარდა. დააკავებენ ალბათ.


- მგონი ტვინის შერყევა მაქვსო, ამბობდა გუშინ სოფო, რა თქვეს ექიმებმა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?


- არა, მსგავსი არაფერი. მსუბუქი დაზიანება აქვს, გადარჩა რომ სახეში არ მოხვდა ხელი. ეტყობა კარგად ვერ მისწვდა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner