სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს, ხშირად აკნინებენ იმ ფასეულობებს, რაც პატრიოტიზმს, საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალის მოხდას უკავშირდება.
"ფსევდოლიბერალური ღირებულებების ტყვეობაში არ უნდა ვიყოთ", - ასე გამოეხმაურა ლილუაშვილი თბილისში გამართულ კანაფის ფესტივალს.
"კანაფის მეორე ფესტივალამდე ასეთი განწყობები იქნება. მე ნუ შემაფასებინებთ სერიოზულად ამ განწყობებს, რაც მათი წევრების მხრიდან არის დაფიქსირებული, იმედია ამას საზოგადოება არ იზიარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ძალიან უმართავი პროცესები განვითარდებოდა. თუმცა ის საკანონმდებლო ხარვეზი, რაც არსებობს და სამწუხაროდ საშუალებას აძლევს მათ იმისთვის, რომ ჯანმრთელმა, ქართველმა ახალგაზრდა კაცმა თავი აარიდოს სამშობლოს წინაშე ვალის პირნათლად მოხდას, მგონია რომ ეს პირდაპირ არის დეზერტირობა და არანაირი შეხება არ გააჩნია რაღაც ღირებულებებთან", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა გადაცემა "სვოტ ანალიზში" სტუმრობისას.