logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: ტერორიზმი ერთნაირად საშიშია ოკუპანტი ქვეყნისთვისაც ოკუპირებულისთვისაც
- +

23 ოქტომბერი. 2019. 02:17

 

სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ტერორიზმი საშიში და თანაბარი ზიანის მომტანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ოკუპანტი იქნება ის, თუ ოკუპანტის მსხვერპლი. შესაბამისად, საქართველოს ამ კონტექსტში შეუძლია რუსეთის სპეცსამსახურებთანაც გარკვეული კოორდინაცია და შეხების წერტილების მონახვა.  

 

"ერთ-ერთი თემა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ არა პარტნიორობისთვის, არამედ ურთიერთშეხების წერტილის სახით, ეს სწორედ ტერორიზმია. ტერორიზმი საფრთხის შემცველია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ეს ოკუპანტი იქნება თუ ოკუპანტის მსხვერპლი ქვეყანა, ყველასთვის თანაბარი ზიანის მომტანია. შესაბამისად, საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველო იყო ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, არის დღესაც და იქნება მომავალშიც. კავკასიაში მშვიდობა თანაბარი ინტერესის სფერო უნდა იყოს, როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვისაც. ეს შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ", - განაცხადა ლილუაშვილმა "იმედის" საღამოს ეთერში.

 

მისივე თქმით, უსაფრთხოების მიმართულებით საჭიროა მეტი დისკუსია, მეტი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რათა საზოგადოებაში არსებულ ფობიებს ვებრძოლოთ.



"რუსოფობია ვერ წაგვადგება, ვინაიდან ხალხი აბსოლუტურად გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომლებიც რუსეთიდან მოედინება. ხალხში არ არის აგრესია რუსი ერის მიმართ, აგრესია გვაქვს და არ ვეთანხმებით ბუნებრივია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს მიმართ", - განაცხადა ლილუაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner