logo_geo
eng_logo
პრემიერი ხვალ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდება
- +

27 თებერვალი. 2016. 18:14


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში ხვალ, 14:00 საათზეა დაგეგმილი.



წინასწარი ინფორმაციით, პრემიერთან „ქართული ოცნების" დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო პროექტის ინიცირების საკითხზე აპირებენ კონსულტაციის გამართვას და პოზიციების შეჯერებას.



განხილვის ერთ-ერთი თემა ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხიც იქნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner