საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში ხვალ, 14:00 საათზეა დაგეგმილი.
წინასწარი ინფორმაციით, პრემიერთან „ქართული ოცნების" დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო პროექტის ინიცირების საკითხზე აპირებენ კონსულტაციის გამართვას და პოზიციების შეჯერებას.
განხილვის ერთ-ერთი თემა ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხიც იქნება.