logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე პაატა სილაგაძეს: როცა მოსამართლეობის კანდიდატი არ პასუხობს დეპუტატის კითხვას, ეს მისთვის დამაზიანებელია
- +

23 ოქტომბერი. 2019. 15:37

 

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე დეპუტატის კითხვას პასუხი არ გასცა. ამ ფაქტს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

 

„არ მგონია, რომ ეს თქვენ სასიკეთოდ წაგადგეთ იმიტომ, რომ  რაც არ უნდა განსხვავებული აზრები გვქონდეს მე და, მაგალითად, ლევან გოგიჩაიშვილს, რაც არ უნდა არ მომწონდეს მისი აზრი ან მას არ მოსწონდეს ჩემი აზრი, თუ მე  აღმოვჩნდები იმ სიტუაციაში, სადაც ფორმატი პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა, მე გავცემ აუცილებლად. ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საწინააღმდეგო ქმედება ჩემთვის დამაზიანებელია.  აქედან გამომდინარე, თქვენგან ველი პასუხს, რატომ გადაწყვიტეთ, რომ საკომიტეტო მოსმენის დროს დეპუტატის შეკითხვაზე, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო, პრინციპულად არ გაგეცათ პასუხი?“ - მიმართა მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა მდინარაძემ.

 

პაატა სილაგაძის განმარტებით, ის სატელევიზიო სიუჟეტები და ის დამოკიდებულებები, რაც ეკა ბესელიას კონკრეტულად მის მიმართ აქვს, იმდენად არაობიექტურია, რომ აქედან გამომდინარე არ გასცა პასუხი. კანდიდატი არაობიექტურობას ხსნის იმ ფაქტით, რომ ეკა ბესელიას შვილის საქმე სწორედ მის მიერ იყო განხილული, რის გამოც დეპუტატი მის მიმართ სუბიექტური იქნება.

 

„როცა პირველად იყო ჩემი კანდიდატურა ნომინირებული  ათკაციან სიაში, იქიდან მოყოლებული ბესელია იმეორებს: „ ჩემი შვილის მოსამართლეა“, „ჩემი შვილი არის უდანაშაულო“, და აქაც ამით დაიწყო საუბარი. სწორედ ამის გამო არ ვუპასუხე მის კითხვებს“, - განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner