logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს და საფასურად მოითხოვონ, რაც უნდათ...
- +

7 ივნისი. 2016. 21:57


ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას „რუსთავი 2"-ის საკითხზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ გარანტად უდგება დავით დვალსა და ქიბარ ხალვაშს თუკი სასამართლო მიიღებს „რუსთავი 2"-ის მფლობელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, პირადად აანაზღაუროს დვალისა და ხალვაშის ზარალი.


მისი თქმით, თუკი დვალი და ხალვაში არ შეეხებიან არხის მენეჯმენტს და ნიკა გვარამიას, ის მზად არის ნებისმიერი საფასური გადაიხადოს.


 „ჩემი პირადი დამოკიდებულება იქნება, რომ, იქნებ, ისე მოხდეს, რომ სასამართლო არ მოესწროს, რომ ჯერ სააპელაციო არ დამთავრებულა და მერე არის უზენაესი. თქვენი შფოთვიდან ვხედავ, რომ ცუდად მიდის იქ საქმე. თუ მოესწრება, იქნებ თქვენი შფოთვა ცრუა და ტყუილად აგინებთ მოსამართლეებს.

 

ვისარგებლებ დღევანდელი ეთერით და მე პირადად გარანტად დავუდგებოდი ხალვაში იქნებოდა, თუ დვალი, თუ ორივე ერთად, რომ ფინანსურად თუ რაიმე ზარალს ნახავენ პირადად ავანაზღაურებდი. თუ მოხდა, რომ სასამართლო დასრულდა უფრო ადრე და დასრულდა მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ რაც უნდათ, ოღონდაც სალაპარაკო არ დაგიტოვონ თქვენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.


ყოფილი პრემიერის თქმით, რუსთავი 2 დღეს ყველაზე კარგი ინსტურმენტია, რომ ქართულმა ოცნებამ მაქსიმალური შედეგი მიიღოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner