„ხაზარაძე-ჯაფარიძემ რაჭველი გლეხები მოატყუა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივების მიერ დღეს გამართულ აქციას.
ანალიტიკოსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფო მიხედავს გლეხებს და ხაზარაძის და ჯაფარიძის იმედად არ დატოვებს:
„რაჭაში, ერთ-ერთ სოფელში, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ღვინის ქარხანა ჰქონიათ და დღეს გლეხებმა აქცია გამართეს - დაგვპირდა, რომ ყურძენს ჩაიბარებდა და მოგვატყუაო. გამიკვირდებოდა ალბათ, გადავამოწმებდი მაინც ინფორმაციას, რომ არ ვიცოდე თუ როგორ იტყუებიან ანაკლიაში, როგორ იტყუებიან „წერილებში“, როგორ იტყუებიან პოლიტიკაში და ყველგან, სადაც ეს დუეტი ჩნდება... იმედია, სახელმწიფო მიხედავს გლეხებს და ხაზარაძის და ჯაფარიძის იმედად არ დატოვებს!“, - წერს გია აბაშიძე.