logo_geo
eng_logo
ადამ კინზინგერი: საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას ევროპისა და აშშ-ს ინტერესშია
- +

23 ოქტომბერი. 2019. 19:59

 

                       

 

საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე, და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის“ - განაცხადა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან ადამ კინზინგერმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

 

 

 

მისი თქმით, 10 წელზე მეტია, რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას.

 

„2008 წელს რუსული ოკუპაციიდან მოყოლებული საქართველო იძულებულია, იბრძოლოს არსებობისთვის პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ. უკვე 10-ზე მეტი წლის განმავლობაში რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. პუტინმა განათავსა სამხედრო ბაზები, აღმართა სასაზღვრო ღობეები მოქალაქეთა ფერმების ტერიტორიაზე და შეზღუდა მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს [დანარჩენ ტერიტორიას] შორის. ოკუპაციის შედეგად, ათასობით ეთნიკურად ქართველი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. ისინი, ვინც უარი თქვა წასვლაზე, დღეს დგანან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების წინაშე. გარდა ამისა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, ცდილობს რა მოსახლეობაში შეიტანოს უთანხმოება და ქაოსი“ - განაცხადა კონგრესმენმა.

 

მისი თქმით,  კანონპროექტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების მხარდაჭერა.

 

ამ დოკუმენტით ასევე განსაზღვრულია უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის დახმარების გაძლიერება - კიბერუსაფრთხოების განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების და რუსული პროპაგანდისტული კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტით განსაზღვრულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, გაატაროს სანქციები ხსენებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.  ამ კანონპროექტის მიღება წარმოადგენს შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ მოკავშირეს და ავღანეთში აშშ-ის მისიის ფარგლებში ერთ-ერთ უმსხვილეს წვლილის შემტანს, რომელიც ათწლეულზე მეტია, რაც წინააღმდეგობას უწევს პუტინის აგრესიულ ქმედებებს. უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს ძლიერ გზავნილს პრეზიდენტ პუტინის მისამართით - კარგად დაფიქრდეს, სანამ კიდევ ერთხელ დაუდგება წინ საქართველოს“ - განაცხადა კონგრესმანმა კინზინგერმა და კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერსკენ მოუწოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner