კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას განაცხადა, რომ საქართველომ საკუთარი შრომისა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი ნაკისრი ვალდებულება. „ეს ავღანეთში ვიხილეთ და თან იმ პირობებში, როდესაც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი არც არის ჯერ“ - ამბობს იგი.
კონგრესმენის განცხადებით, საქართველო რეგიონში აშშ-ს საკვანძო სტრატეგიული და დემოკრატიული პარტნიორია.
„სწორედ ასეთი ძალისხმევის შედეგად ვხედავთ ეს რა ჯიშის ხალხია! საქართველო არის ამ საკმაოდ ხმაურიან რეგიონში ჩვენი საკვანძო სტრატეგიული და დემოკრატიული პარტნიორი. ამდენად, ამერიკის მხრიდან გაზრდილი მხარდაჭერა იქნება რუსეთიდან ყოველდღიურად მომდინარე გლობალური საფრთხის დაძლევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს საკანონმდებლო აქტი ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და კოლეგებს თავგამოდებით ვთხოვ კენჭისყრისას გამოხატონ ეს დამოკიდებულება“ - განაცხადა ადამ კიზინგერმა.