logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: უცხოელები სრულიად დადებითად შეხვდნენ პლანეტის ფილტვების აღდგენაზე ბერას წვეთისოდენა ქველმოქმედებას
- +

23 ოქტომბერი. 2019. 21:58

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მომღერალ ბერა ივანიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი უცხოელებიც კი, სრულიად დადებითად შეხვდნენ პლანეტის ფილტვების აღდგენაზე წვეთისოდენა ქველმოქმედების ფაქტს, მაშინ, როცა „ნაცსექტა  სრულ ფსევდო-ჩაბჟირებულ მდგომარეობაშია“.  

 

 ვაკვირდები ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენაზე საკუთარი $1.1 მილიონის გადარიცხვაზე ატეხილ უაზრო 'ვაი-ვიშს' და ვხვდები - ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა, ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია. აშკარა ფაქტების საღ, ზედაპირული ანალიზზის უნარზეც კი აღარაა საუბარი. ამ დროს, ის ინფო ინგლისურენოვან ეისბუქ-ჯგუფებშიც გავაზიარე. ამ ხელისუფლებისადმი საკმაოდ კრიტიკულად განწყობილი უცხოელები სრულიად დადებითად შეხვდნენ პლანეტის ფილტვების აღდგენაზე წვეთისოდენა ქველმოქმედების ფაქტს... ჩვენი ტოტალური სექტა კი სრულ ფსევდო-ჩაბჟირებულ (ბუნებრივადაც ვერ გამოსდით) მდგომარეობაშია. ვავა!“, - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner