logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით
- +

23 ოქტომბერი. 2019. 23:06

 

 

პრემიერ- მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილე და თანამონაწილე იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულში, მას კონკრეტული სანქციები დაუპირისპირდება.   

 

 

 

მისი თქმით, არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რასაც საქართველოს მთავრობა აფასებს.

 

 

 

 „ჩვენი ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედი არის დეოკუპაცია და ის მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც არის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომლის გამოსწორებაც აუცილებელია. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ აშშ უპირისპირდება ყველა იმ დანაშაულს, რომელიც შესაძლოა ჩადენილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გარდა ამ ელემენტისა, ამ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ დღეს ოკუპაცია არის უკანონო, მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია და უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner