ხელოვნების ნიმუშების ქურდობისა და ადამიანების გატაცებაში ეჭვმიტანილი, ინტერპოლის ძებნილი, ეროვნებით ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, ტარიელ ონიანი რუსეთის ფედერაციამ ესპანეთს გადასცა.
როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა, ონიანი ესპანეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. დანაშაულებრივი ჯგუფი ხელოვნების ნიმუშების ქურდობით და აგრეთვე ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცებით იყო დაკავებული. ტარიელ ონიანი ციხიდან გათავისუფლებისთანავე ორენბურგში დააკავეს, მისი ძებნის და დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო შეტყობინების საფუძველზე.
ტარიელ ონიანის ესპანეთისთვის გადაცემას არ ხერხდებოდა იმის გამო, რომ მას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ მას მოქალაქეობა კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგ, მას მოქალაქეობა ჩამოართვეს. ოთხშაბათს იგი შერემეტიევოს აეროპორტში მიიყვანეს და ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლებს გადასცეს.
უკანონოდ მიღებული შემოსავლების გათეთრებაში ეჭვმიტანილ ტარიელ ონიანს ესპანეთში, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 8,5 წელი ციხე და 50 მილიონიევრო ჯარიმა ელის.
აპრილამდე ქუთაისის ქურდული დაჯგუფების მეთაური ადამიანის გატაცების და ფულის გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს სოლ-ილეცკის განსაკუთრებული რეჟიმის N6 კოლონიაში N6 “შავ დელფინი”. მას პატიმრობის ვადა 2019 წლის 11 ივნისს უმთავრდებოდა, თუმცა ადვოკატებმა მოახერხეს და სასჯელის მოხდის ხანგრძლივობის 9 წლამდე და 10 თვემდე შემცირება და შინაგან საქმეთა მინისტრმა კოლოკოლცევმა რუსეთიდან მისი გაძევების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ტარიელ ონიანი ამ დროისთვის კრიმინალური სამყაროს ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებად არის მიჩნეული.