logo_geo
eng_logo
ტრამპმა თურქეთს, ქურთების გამო დაწესებულია ყველა სანქცია მოუხსნა
- +

24 ოქტომბერი. 2019. 00:33

 

 

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა, რომელიც სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დააკისრა. ამის შესახებ „სი-ენ-ენ“-ი იუწყება.

 

ფინანსთა მინისტრს დავავალე მოხსნას ყველა სანქცია, რომელიც 14 ოქტომბრიდან დაუწესდა თურქეთს ქურთების წინააღმდეგ შეტევითი ქმედებების გამო. ამგვარად, სანქციები გაუქმდება, თუ არ მოხდება რაიმე ისეთი, რაც ჩვენ არ გვაწყობს“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისივე თქმით, სირიაში დარჩება ამერიკის ჯარების მცირე რაოდენობა, რეგიონში ნავთობის დასაცავად.

 

აშშ-მა თურქეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ 15 ოქტომბერს განაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner