logo_geo
eng_logo
ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს
- +

24 ოქტომბერი. 2019. 10:20

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner