logo_geo
eng_logo
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი: ქართული უსაფრთხოების ძალები „საზღვართან“ ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ
- +

24 ოქტომბერი. 2019. 10:22

 

„სოფელ წნელისთან განთავსებული უკანონო საგუშაგო და ქართული უსაფრთხოების ძალების მოქმედება „საზღვარზე“ მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს და შესაძლოა, ღია შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზიც გახდეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან. საქართველოს სპეცსამსახურები კი ბოლო ორი თვის განმავლობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები“, - განაცხადა „უშიშროების კომიტეტის“ პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინა ბიაზროვამ.

 

მისივე თქმით, ქართული უსაფრთხოების ძალები აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან.

 

„სოფელ კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან ზღუდავენ ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება. სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს“, - განაცხადა ბიაზროვამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner