საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხდომის წევრებს „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა. დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობია.
ალექსი პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე თავს გუშინ დაესხნენ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.