ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 160000 ლარის ღირებულების 9 პროექტი განხორციელდა. წინაგოლაში მოეწყო სკვერი, ოხვამეკარსა და ნოჩხონში მოიხრეშა შიდა სასოფლო გზა. კ. გამსახურდიას ქუჩაზე დაიგო ბეტონის საფარი, სტიქიის - დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა. ხეთაში რეაბილიტირდა ხიდი და ხიდბოგირი. ოხვამეკარში შეკეთდა ხიდი და ხიდბოგირი, მელიორაცია 105 ჰექტარ მიწის მასივზე ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორები, მაგისტრალური და შემკრები არხები.