logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: მრავალი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯი ბიუჯეტისთვის ასეულ მილიონობით ლარს ზოგავს
- +

24 ოქტომბერი. 2019. 19:48


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეული ქველმოქმედების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

 

მესამე დღეა, ვკითხულობთ კომენტარებს ბერას მიერ ამაზონის ტყეების გადასარჩენად საერთაშორისო ფონდში გაკეთებული შენატანის შესახებ. პოზიტიურთან ერთად, იმდენი ხეპრული შეფასებაც იყო, რომ ნამდვილად ბევრია პატარა საქართველოსათვის. იგივე პატარა ქვეყნისთვის კი მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლის არჩევა ამ, მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემასთან მებრძოლი ორგანიზაციის ერთ-ერთ ელჩად. ვულოცავ ბერას! სხვა რომ არაფერი, გაწეულ ხარჯს ესეც ამართლებს, მით უმეტეს, რომ ხარჯიც პირადია. საკუთარი პრობლემაც ბევრიაო, ისე გაიძახიან, თითქოს რამე გაეკეთებინოთ მათ მოსაგვარებლად, ხოლო უმეტესს სწორედაც რომ მათ შესაქმნელად არ ეღვაწოს. მათი ლოგიკით არც საერთო საკაცობრიო საფრთხეებთან ბრძოლაში უნდა ჩავებათ, მით უმეტეს არც საერთაშორისო ფორუმები თუ მსოფლიო ჩემპიონატები უნდა ვატაროთ ქვეყანაში. არც სხვებს დააინტერესებს ჩვენი ყოფა და ვიყოთ ასე, ოკუპანტების თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე სახიფათო პროცესების ეული შემყურე.

 

დავუბრუნდეთ ისევ ქველმოქმედებას. რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ინვესტირება აქვს გაკეთებული, მისი შორეული შვილიშვილებიც ვერ ამოიღებენ მატერიალურ სარგებელს. აი, ეგ უკვირთ სწორედ და საზოგადოებაც უნდათ, რომ გააკვირვონ. ვეჭვობ, რომ ზოგი შესაძლოა, მართლაც დააჯერეს თითქოს გაპარტახებული აბასთუმნის აღდგენა ან ობსერვატორიის ტელესკოპი საკუთარი გართობისთვის სჭირდება, არც უწყიან, რაოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკოლოგიისთვის საქართველოში მის მიერ აღდგენილი თუ გაშენებული ტყე-პარკები, არა იმ მასშტაბით, როგორც ამაზონის მასივი, მაგრამ ესოდენ საჭირო საერთო ეკოლოგიური სისტემისთვის. ათასობით პირად დახმარებებს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ გაუგებარია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალი, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისთვის გაწეული ხარჯი ასეულ მილიონობით ლარს ზოგავს ბიუჯეტისთვის. განა ეს არ აძლევს სახელმწიფოს საშუალებას, რომ სუსტი ეკონომიკის პირობებში, ამდენი ბენეფიციარი შეინახოს და უმკურნალოს, საზღვარგარეთ ასწავლოს და სხვა. როდის, რომელი სიტყვით ან მოქმედებით დაუყვედრებია სამშობლოსთვის ან ხარჯი ან ერთგულება?! ან მისი გუნდის რომელი წევრისგან გაგიგონიათ სკამზე შემდგარი სადღეგრძელოები და აღფრთოვანებული შეძახილები, რაც სულ ახლახან ახასიათებდა პოლიტიკურ სინამდვილეს? ისიც უთქვამთ, ხომ არ სჯობდა სკოლების, თეატრების თუ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას და ამაში სახელმწიფოსთვის შეღავათის კეთებას პირდაპირ სოციალურ ხარჯებზე გაეკეთებინა ორიენტაცია და სამ მილიარდ დოლარზე მეტი სწორედ ამ სფეროში დაეხარჯაო. იქნებ სჯობდა კიდეც, ყოველ შემთხვევაში ვერცერთი სულელი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რომ ხალხისთვის არაფერი უკეთებიაო. არადა სულ ახლახან ათასობით სასოწარკვეთილს საბანკო უღელი ჩამოხსნა...

 

უსაყვედურეს!.. ვერ პატიობენ ვერც ოლიტიკურ გამჭრიახობას, ვერც ბოროტების დამარცხებას, ვერც თავმდაბლობას, ვერც პატრიოტიზმს.

 

კი, მძიმეა პრობლემები! ჯერ მარტო ათეულობით მიწასთან გასწორებული, უწყლო სოფელი და ათასობით იპოთეკით დაზარალებული დაგვიტოვეს მემკვიდრეობად, გადაცდომებიც ხდება...

 

აქვე თვალსაჩინოა პოზიტიური ტენდენციები, მსოფლიო მასშტაბის საომარი თუ ეკონომიკური დაპირისპირების პირობებში შენარჩუნებული სტაბილურობა, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, მაღალი რეიტინგები... „ქართული ოცნების“ ლიდერს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, საკმაოდ დიდი იმისთვის რათა მისი ოჯახის წევრის ჩართულობა საერთაშორისო პროექტში პოლიტსექტანტების საღლიცინო არ გახდეს“. - წერს გია ვოლსკი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბერა ივანიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც საუბრობს, რომ საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner