logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ოპოზიციას ორმაგი სტანდარტი აქვთ სტრასბურგის სასამართლოს მიმართ
- +

24 ოქტომბერი. 2019. 20:28


დეპუტატ რატი იონათამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით. 

 

მისი თქმით, ოპოზიცია თავისი პოლიტიკური ინტერესებით ცდილობს ამ საქმის გამოყენებას.

 

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა სუმბაევის მხარის პოზიცია. მე არ მიკვირს, რომ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური ინტერესებით ცდილობს, თუნდაც ამ საქმის გამოყენებას, ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მათ ორმაგი სტანდარტი აქვთ სტრასბურგის სასამართლოს მიმართ, რაც ევროპული ღირებულებების მიმართ ორმაგ სტანდარტს ნიშნავს. ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ადამიანის უფლებების მხრივ ვისაუბრებთ, გადამწყვეტია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება, სხვა მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპონენტების მხრიდან, მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ისე ევროპული სასამართლოების მიმართ“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner