logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება
- +

24 ოქტომბერი. 2019. 20:45



დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, კონკრეტულად ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. საქართველო კომფორტის ზონა დამნაშავეებისთვის, ცხადია, ვერ იქნება. თუკი არსებობს რაიმე რისკი რომელიმე ქვეყანაში, სადაც ექსტრადირება ხორციელდება, ეს პირველ რიგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ევროპული სასამართლო ექსტრადირების შეჩერების მექანიზმს იყენებს, ასეთი რამე, ცხადია, არ მომხდარა. შესაბამისად, საქართველო თავისი სამართლებრივი პოლიტიკის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, დაიცვას ის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოში არსებობს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner