logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: „ქართული ოცნება“ თავის მთავარ კოზირს- ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში აქტიურად გამოიყენებს!
- +

8 ივნისი. 2016. 00:19


„ჯერ კიდევ პრემიერობისას, ივანიშვილმა  ჟურნალისტებთან უშუალო შეხვედრის ტრადიცია დაამკვიდრა, რაც ღარიბაშვილმა და კვირიკაშვილმაც გააგრძელეს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


"ბიძინა ივანიშვილი მათ შორის, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსაც ხვდება. ჟურნალისტების მიმართ, არავითარი შერჩევითი დამოკიდებულება არ არსებობს და ივანიშვილი ყველა კითხვას პასუხობს. ეს არ არის სააკაშვილისდროინდელი დავარცხნილი პრესკონფერენცია, სადაც ყველა ჟურნალისტი ათასგვარ ფილტრს გადიოდა და თუ პარამეტრებს ვერ დააკმაყოფილებდა, იქ ვერ დაჯდებოდა", - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების"  მხარდამჭერ კამპანიაში აქტიურად ერთვება და ეს არის მისი მთავარი გზავნილი.


ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნებისმხარდამჭერ კამპანიაში აქტიურად ერთვება და ეს არის მისი მთავარი გზავნილი. პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი მისკენ გადმოინაცვლებს. მისი წონის ფიგურა პოლიტიკურ სპექტრში არ არის და აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ნათელია, რომქართული ოცნება" თავის მთავარ კოზირს, ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებში აქტიურად გამოიყენებს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner