„ჯერ კიდევ პრემიერობისას, ივანიშვილმა ჟურნალისტებთან უშუალო შეხვედრის ტრადიცია დაამკვიდრა, რაც ღარიბაშვილმა და კვირიკაშვილმაც გააგრძელეს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილი მათ შორის, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსაც ხვდება. ჟურნალისტების მიმართ, არავითარი შერჩევითი დამოკიდებულება არ არსებობს და ივანიშვილი ყველა კითხვას პასუხობს. ეს არ არის სააკაშვილისდროინდელი დავარცხნილი პრესკონფერენცია, სადაც ყველა ჟურნალისტი ათასგვარ ფილტრს გადიოდა და თუ პარამეტრებს ვერ დააკმაყოფილებდა, იქ ვერ დაჯდებოდა", - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" მხარდამჭერ კამპანიაში აქტიურად ერთვება და ეს არის მისი მთავარი გზავნილი.
„ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" მხარდამჭერ კამპანიაში აქტიურად ერთვება და ეს არის მისი მთავარი გზავნილი. პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი მისკენ გადმოინაცვლებს. მისი წონის ფიგურა პოლიტიკურ სპექტრში არ არის და აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნება" თავის მთავარ კოზირს, ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებში აქტიურად გამოიყენებს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.