logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ნუგზარ სხირტლაძეს: კანონმდებელი რომ იყოთ, რას შეცვლიდით დღევანდელ სასამართლოში?
- +

24 ოქტომბერი. 2019. 21:41

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნუგზარ სხირტლაძის მოსაზრებებით დაინტერესდა. მათ შორის, კანონმდებელი რომ იყოს, რას შეცვლიდა დღევანდელ სასამართლოში? რა არ მოსწონს სასამართლო სისტემაში? რა პრობლემების წინაშე დგას ეს სისტემა? 


კანდიდატის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, პრობლემაა საქმის განხილვის ვადები. იგი პროცესუალური ნორმების შემოღებას ემხრობოდა.

 

მამუკა მდინარაძის კითხვები კანდიდატისადმი ეხებოდა იმ საქმეების რაოდენობას, რომლებიც დღეს განხილვას ელოდება უზენაეს სასამართლოში. იგი ასევე, დაინტერესდა კანდიდატის აზრით, თუ რამდენი მოსამართლე სჭირდება იმას, რომ რაღაცნაირად უზენაესმა სასამართლომ დაიწყოს ფუნქციონირება, რათა შექმნილი კოლაფსი მოიხსნას.

 

ნუგზარ სხირტლაძის განცხადებით, ამას ბევრ წილად ისიც განაპირობებს, თუ როგორი იქნება სამუშაო რეჟიმი, ვინაიდან თუ ნორმალური სამუშაო რეჟიმი იქნება, მაშინ თითო პალატაში სულ მცირე ორი შემადგენლობა მაინც უნდა იყოს. 

 

ფრაქციის ლიდერის განცხადებით, არის რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ ამ პარლამენტმა მაინც და მაინც ყველა კანდიდატი არ აირჩიოს და აქედან გამომდინარე იგი დაინტერესდა ამის თაობაზე კანდიდატის მოსაზრებით. ამასთან დაკავშირებით ნუგზარ სხირტლაძის პასუხი იყო, რომ შესაძლებელია ამის გათვალისწინებაც, მაგრამ ამ ეტაპზე კარგი იქნებოდა, რომ მინიმალურ დონეზე მაინც დაკომპლექტდეს შემადგენლობა“.

 

კანდიდატისადმი კითხვები ეხებოდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, რამდენად აქვს მოქალაქეებს უფლება, რომ ხელში აიღონ იარაღი და შეეწინააღმდეგონ ქვეყანაში ავტორიტარიზმს, როდესაც ხელისუფლება გადაუხვევს დემოკრატიულ პრინციპებს; ხომ არ იყო დარღვეული სამართლიანობის პრინციპი, როდესაც პარლამენტში წარდგომის საშუალება არ მიეცათ მაღალი ქულის მქონე კანდიდატებს; განუხილავს თუ არა მისი რომელიმე საქმე სტრასბურგს; რას შეცვლიდა დღეს არსებული რეგულაციებიდან სასამართლო სისტემაში; როგორია, მისი შეფასებები ქვეყანაში, სხვადასხვა პერიოდში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებზე, მმართველობის ფორმებსა და მეთოდებზე და ა. შ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner