logo_geo
eng_logo
თურქი სპეციალისტები საქართველოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროს მუშაკებს გადაამზადებენ
- +

25 ოქტომბერი. 2019. 00:03

 

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA -სა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს აგრარული სფეროს სპეციალისტებისათვის სასწავლო პროგრამას ჩაატარებენ, რომლის მიზანია: სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში ქართველი სპეციალისტებისათვის თურქეთის გამოცდილების გაზიარება. ტრენინგები ჩატარდება: ანკარაში, სტამბოლსა და ბურსაში.

 

ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებს 25 ქართველი სპეციალისტი. მისი მიზანია მიღებული გამოცდილების საქართველოში გამოყენება, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი წარმოების პირობების გაცნობა.

 

2019 წლის 24 ოქტომბერს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისსა და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის აგრარული მიმართულებით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესახებ.

 

2015-2018 წლებში, DAC კლასიფიკაციის შესაბამისად, სურსათის უვნებლობისა და მესაქონლეობის მიმართულებით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA -ს მიერ 5 კონტინენტზე 278 პროექტი განხორციელდა.

 

მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტი კიდევ უფრო განამტკიცებს და განავითარებს ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარებაზე დამყარებულ თანამშრომლობას.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner