logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი: ბიზნესგარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, სახელმწიფოს, ბიზნესს და დასაქმებულს შორის კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს
- +

25 ოქტომბერი. 2019. 01:17

 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მთავრობის მიზანია ბიზნესის კეთების რეიტინგში პოზიციის ცვლილება მოხდეს პოზიტიურობის მიმართულებით;  ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ბიზნესგარემოს და მის რეგულირებას, მნიშვნელოვანია, დაეფუძნოს სახელმწიფოს, ბიზნესის და დასაქმებულის უფლებადამცველს შორის კონსენსუსს, რაც, ჯამურად, პოზიტიურად აისახება ბიზნესგარემოზე.

 

მისი თქმით, ბიზნესის კეთების რეიტინგი განსაზღვრავს ინსტიტუციურ მხარეს, თუმცა ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში არის სხვა მნიშვნელოვანი სასათბურე პირობები.

ბექა ლილუაშვილმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა გადაჭრაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.

იმისთვის, რომ შევაფასოთ სუსტი პოზიციები, შეგვიძლია გამოვიყენოთ გადახდისუუნარობის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის და საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის. ერთია ბიუროკრატიის ხარისხი, რომელიც ბიზნესს სჭირდება შექმნისა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისთვის და მეორე - რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროცედურები, რათა მოხდეს საწარმოს გადახდისუუნარობის მართვა, ლიკვიდაცია და ბაზრიდან გასვლა. ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო, რადგან რეიტინგის ამ ნაწილში საკმაოდ სუსტი პოზიცია გვაქვს, თუმცა სხვადასხვა საკანონმდებლო ჩარჩო, მაგალითად გადახდისუუნარობის კანონმდებლობა, მშენებლობის კოდექსი, რომელიც 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, სამეწარმეო კოდექსი, რომელიც დამუშავების პროცესშია, დღგ-ავტომატურად გადახდის მექანიზმი, ბუნებრივია, გამოიწვევს რეიტინგში პოზიციის ცვლილებას“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner