logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური INL-ის რეგიონალური ოფისის დირექტორს შეხვდა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 11:09

 

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) რეგიონალური ოფისის დირექტორს ჯუდიტ რებეკა კემპბელს შეხვდა.

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ

თანამშრომლობას. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და ჯუდიტ რებეკა კემპბელმა არსებულ გამოწვევებს და სამომავლო ურთიერთობის გეგმებზე იმსჯელეს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით.

 

ბიუროს დიდი წვლილი შეაქვს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში ტრენინგების და კონფერენციების ჩატარებით, სასწავლო ვიზიტების ორგანიზებით და შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner