ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რუსთავი2-ზე დღეს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას წარსულს იხსენებს და დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება წარსულის მაგალითს გაიმეორებს და დაამარცხებს რუსთავი2-ს 2016 წლის არჩევნებზეც.
ამის შესახებ განცხადება ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.
„2012 წელს იყო არაერთი რუსთავი2, არამედ ბევრი და მაშინ დაგამარცხეთ თქვენ და თქვენი პარტია. ჩვენ ვაპირებთ, გავიმეოროთ ეს წარმატებული ისტორია. თქვენ არ ხართ ის ტელევიზია, რომელიც საზოგადოებისგან ნდობას იმსახურებს. თქვენ ხართ ოპოზიციური, მაგრამ მიკერძოებული ტელევიზია და ამიტომ იმსახურებთ ჩვენგან კრიტიკულ შეფასებას," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.