ესპანეთი - საქართველოს ამხანაგური მატჩის წინ ესპანელთა მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. აღსანიშნავია, რომ ეს ევრო 2016-მდე ესპანელთათვის ბოლო მატჩია და შესაბამისად, ჟურნალისტები არა ხვალინდელ მატჩზე, არამედ მომავალ ჩემპიონატზე უფრო მეტ კითხვას უსვამდნენ.
„9 ფეხბურთელი უკვე შერჩეული მყავს, რომლითაც საქართველოს ნაკრებთან მატჩს დავიწყებ. ჯერ ვერ გადავწყვიტე კარში დე ხეა დავაყენო თუ კასილიასი. თავდასხმის ხაზში კი მორატას და ადურისს შორის გავაკეთებ არჩევანს.
მთავარია ხვალ კარგი მატჩი ვაჩვენოთ. მათ იციან თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ, ჩვენ კი მოედანზე კარგად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა დელ ბოსკემ.
წყარო: sportland.ge