logo_geo
eng_logo
პროკურორი: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის ტრანსნაციონალური დანაშაული და ასეთი შემადგენლობა მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში
- +

25 ოქტომბერი. 2019. 16:04

 

 

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე  უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წევრებს დოკუმენტები  შესასწავლად  გადაეცათ  მათთვის გასაგებ ენაზე. 

 

რაც შეეხება ექსპერტების მიერ ქართული კანონმდებლობის ცოდნასთან დაკავშირებით არსებულ  შეკითხვებს, პროკურორმა აღნიშნა,  რომ  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის ტრანსნაციონალური დანაშაული და ასეთი შემადგენლობა მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებშიც  აღნიშნული ექსპერტები საქმიანობდნენ.

 

„შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მათგანი  იყო  ისრაელის გენერალური პროკურორი და არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა. მეორე კი  იყო ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის დირექტორი“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

 

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობის თაობაზე, რადგან  საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია  უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ამ კონტექსტში არ მოქმედებს ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.

 

„მიგვაჩნია, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია  კანონის დარღვევით და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას“, - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

 

ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში თბილისის  საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner