logo_geo
eng_logo
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შეირაღებული ძალები „სწავლების მიზნით, მუშაობის საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი“
- +

25 ოქტომბერი. 2019. 17:18

 

 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, შეირაღებული ძალები მუშაობის საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული „საბრძოლო რეჟიმი სასწავლო მიზნით გამოცხადდა“.

 

„სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მმართველობის ორგანოები, სასწავლო მიზნებით, საბრძოლო რეჟიმშია გადაყვანილი. შესაბამისი ბრძანება სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა გასცა. აღნიშნული განხორციელდა სამხედრო მმართველი ორგანოების მიერ ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისათვის მზადყოფნის შესამოწმებლად“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საბრძოლო მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შესაქმნელად, ოფიცრები გადაყვანილები არიან საბრძოლო პოლიგონზე, საბრძოლო ამოცანების საველე პირობებში გადასაჭრელად“.

 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, „მუშაობის საბრძოლო რეჟიმი იმოქმედებს მანამდე, ვიდრე თავდაცვის მინისტრი საგანგებო განკარგულებას არ გამოსცემს“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner