logo_geo
eng_logo
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას ბრიუსელში შეხვდა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 20:00

 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გერმანიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა, ანნეგრეტ კრამპ-კარრენბაუერს გადაუხადა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის კონტრიბუციას გაუსვა ხაზი. 

 

როგორც "რეპორტიორს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში, ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივ მონაწილეობასა და გერმანიის როლზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (შNGP) წარმატებით იმპლემენტაციასა და შემდგომ განვითარებაში. მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.   

 

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად თავდაცვის უწყების განვითარების სამომავლო გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში საუბრისას ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესსა და ორმხრივ ფორმატში წარმატებულ პარტნიორობას.

 

შეხვედრის დასასრულს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციის თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ სამომავლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner