გადაცემაში „არჩევანი" უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის კამათი მოხდა.
ზაქარია ქუცნაშვილმა რუსთავი 2-ს მიკერძოებული და ტენდენციური ტელევიზია უწოდა, რაზეც გვარამიას უპასუხა:
„დიახ, ჩვენ ვართ მიკერძოებული ტელევიზია და ჩვენ გაქვს ჩვენი სარედაქციო ხაზი, რომელიც პროდასავლურობასა და ევროინტეგრაციაზე გადის!" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ზაქარია ქუცნაშვილმა საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მიკერძოებულ ტელევიზიას.
„2012 წელს იყო არაერთი რუსთავი2, არამედ ბევრი და მაშინ დაგამარცხეთ თქვენ და თქვენი პარტია. ჩვენ ვაპირებთ, გავიმეოროთ ეს წარმატებული ისტორია. თქვენ არ ხართ ის ტელევიზია, რომელიც საზოგადოებისგან ნდობას იმსახურებს. თქვენ ხართ ოპოზიციური, მაგრამ მიკერძოებული ტელევიზია და ამიტომ იმსახურებთ ჩვენგან კრიტიკულ შეფასებას," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.