logo_geo
eng_logo
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტრენინგ-ცენტრში შრომის უსაფრთხოებაზე სემინარი ჩატარდა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 23:08

 

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტრენინგ-ცენტრში შრომის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სემინარების ციკლის პირველი შეკრება წარიმართა, სახელწოდებით - “შრომის დაცვის და უსაფრთხოების სისტემები საქართველოსა და ევროკავშირში, რისკებისა და საფრთხეების შეფასება, რეაგირება და დოკუმენტირება“. ღონისძიება შპს "ჯორჯიან მანგანეზისა" და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

სემინარების ციკლი, რომელშიც ჭიათურელი მაღაროელები მონაწილეობენ, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, დარგობრივი პროფესიული კავშირისა და ამერიკის შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება და მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება.

 

როგორ უნდა მოახდინოს მაღაროს ნებისმიერმა თანამშრომელმა საწარმოო რისკების გამოვლენა და შეტყობინება, მათ შორის ინციდენტების, რომელთაც ზიანი არ მოჰყოლია, თუმცა პოტენციურად საფრთხის შემცველი იყო და რა რეაგირება უნდა მოახდინოს კომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა ამ შეტყობინებებზე.

 

სემინარების ციკლის პირველ 4-დღიან შეკრებაზე საუბარი ამ და შრომის კოდექსის სხვა ცვლილებებზე წარიმართა. შესაბამისი პრეზენტაციები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ტრენერებმა, ასევე შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს შრომის უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსების განყოფილებებმა წარმოადგინეს.

 

აუცილებელია შრომითი კოლექტივის ჩართულობა შრომის უსაფრთხოების სისტემის დახვეწასა და მონიტორინგში, და კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამას უზრუნველყოფს. ჩვენ ავუხსენით დეტალები მაღაროელებს და იმედია, ისინი ამ ცვლილებებს პრაქტიკაშიც დანერგავენ” - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ, დარგობრივი პროფკავშირების ხელმძღვანელმა;

 

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ტექნიკური უსაფრთხოების ხელმძღვანელის, გიგა ხვიჩიას თქმით, სემინარის მონაწილეებმა შრომის უსაფრთხოების ევროპული და საერთაშორისო გამოცდილებაც და მაღალი სტანდარტების მიღწევის გზაზე არსებული გამოწვევებიც განიხილეს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შრომის უსაფრთხოება კომპანიის საქმიანობაში უმთავრესი ფაქტორია და მისი უზრუნველყოფა თითოეული თანამშრომელის ძალისხმევას მოითხოვს.

 

შრომით და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე სემინარი ემსახურება თანამშრომლებში ამ მიმართულებით კულტურის ამაღლებას, უსაფრთხოების ღონისძიებების იმპლემენტაციას წარმოების ყველა დონეზე და რაც ყველაზე მთავარია თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ამ მიმართულებით რისკების პრევენციას", - განაცხადა შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციულმა დირექტორმა, თემურ ხონელიამ.

შრომის უსაფრთხოების თემაზე სემინარები პერმანენტულად გაიმართება. ციკლის მეორე რაუნდი მომავალ თვეშია დაგეგმილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner