logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: აპირებენ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაუქმებას, სადაც ოჯახი განისაზღვრა მხოლოდ ქალის და მამაკაცის ერთობა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 23:57

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:  

"სოროსის ბუდეში გამოზრდილმა მოღალატემ, ვინმე მშვენიერაძემ, პარლამენტში კვლავ წამოწია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი!!! თავის დროზე ჩემი და ჩემი მეგობრების უდიდესი ბრძოლით ავკრძალეთ ეს გარყვნილება!!! როგორც გამოჩნდა, სოდომისტები მაინც არ ისვენებენ და აპირებენ კონსტიტუციის ჩანაწერის გაუქმებას, რომლითაც ოჯახი განისაზღვრა როგორც მხოლოდ ქალის და მამაკაცის ერთობა!!! ყველაფერ ამასთან დაკავშირებით “ქართული მარშის” პოზიცია მარტივია - ჩვენ ვესტუმრებით და საქართველოდან გავაძევებთ ყველა სიბინძურის და გარყვნილების წყაროს - ე.წ.სოროსის ფონდს!!! არანაირი თავდაცვა, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!!! მშვენიერაძეს და სხვა სოროსულ-მამათმავლურ ჭუჭყს ვუანონსებ, - დაგველოდეთ, ძალიან მალე, ჩვენ თქვენთან მოვალთ და გეშინოდეთ ნაციონალისტური გამოღვიძების, ჩვენ თქვენ წაგლეკავთ (პოლიტიკურად)!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner