logo_geo
eng_logo
უკრაინაში, სხდომების გაცდენისთვის დეპუტატები ხელფასს ვერ მიიღებენ
- +

25 ოქტომბერი. 2019. 23:58

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უმაღლესი რადას დეპუტატების კენჭისყრებისა და კომიტეტების სხდომების გაცდენისთვის ხელფასების დაკავებას ითვალისწინებს. ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას ვებპორტალზე გამოქვეყნდა.

 

კერძოდ, ახალი კანონის თანახმად, თუ დეპუტატი კალენდარული თვის განმავლობაში პლენარულ სესიებზე 30 პროცენტზე მეტ კენჭისყრაში ან კომიტეტების 50 პროცენტზე მეტ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, მას შესაბამის კალენდარულ თვეში სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები არ უნაზღაურდება. კანონი ძალაში შედის მისი გამოქვეყნების შემდგომი თვის პირველი რიცხვიდან.

 

გაცდენებისთვის დეპუტატებისთვის ხელფასების დაკავების შესახებ კანონი რადამ 16 ოქტომბერს დაამტკიცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner