logo_geo
eng_logo
ეთიოპიაში ანტისამთავრობო აქციაზე 67 ადამიანი დაიღუპა
- +

26 ოქტომბერი. 2019. 11:32

 

ეთიოპიაში, ორომიას შტატში პრემიერმინისტრ აბი აჰმედის საწინააღმდეგო აქცია ეთნიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. მედიის ცნობით, მიმდინარე კვირას, შეტაკებისას დაახლოებით 67 ადამიანი დაიღუპა.

 

რეგიონული პოლიციის უფროსის განცხადებით, კონფლიქტის შედეგად 55 მოქალაქე დაიღუპა, ზოგიერთი, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებთან შეტაკებას ემსხვერპლა. მსხვერპლთა შორის 5 პოლიციელიც არის.

 

Amnesty International-ის განცხადებით, აბის მიერ თანამდებობის დაკავებას, ორომიას შტატში, მთავრობის მოწინააღმდეგეთა მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა. ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაკავებულების მიმართ ბრალი არ წარუდგენიათ და არც სასამართლო გამართულა.

 

აქტივისტების თქმით, ხალხის უკმაყოფილება ავტორიტარულ სისტემის ჩამოყალიბებას მოჰყვა. თავად პრემიერმინისტრი კომენტარს არ აკეთებს, ძალადობის ფაქტებს არც მისი პრესსამსახური გამოხმაურებია. 25 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ 7 ქალაქში, სადაც აქციები ჩატარდა, უსაფრთხოების დაცვის მოტივით ჯარს განალაგებდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner